ლაქა
შეუმჩნეველი...არაფრად ჩასაგდები, თუმცა მაინც ისეთი, ხანდახან მთელი არსით რომ გიღრღნის გონებას...
თავიდან თითქოს ვერც აქცევ ყურადღებას..გინდა, როგორღაც გამოიყვანო- ან სითხე დაასხა, ან მათეთრებელი, მარილიც მინახავს ლაქაზე დაყრილი.ის ხან გამოთეთრებულა, ხანაც მთელი ცხოვრება დალაქავებული დარჩენილა
სულ სხვაა ცხოვრების ლაქა...
არაფერი არ შველის...
პატარა თანდათან დიდდება და უფრო მყარად რჩება გულში, რომელსაც წვეთ- წვეთად ემატება დალაქავებული წინწკლები და მერე ეს ბრდღვიალა წითელი გულიც ფერს კარგავს...
ასეთ ლაქას არც მათეთრებელი შველის და მითუმეტეს, არც მარილი...
გულის ტკივილს სულის ტკივილი ემატება და თანდათან ქრება ადამიანი
სულატკიებული ადამიანი ბევრისთვის ვერშესაცნობი ხდება...
რა ქნან სულატკიებულებმა?
პასუხს არ ველი- ისედაც ვიცი
პროექტებით სწავლება
Monday, 6 May 2019
ანიკო
ზაფხული იყო.სიცხე სწავდა იქაურობას.ფრიალა, დაწინწკლული კაბით დადიოდა ანიკო .წლებს ვერაფერი დაეკლო და ხალისიანი ანიკო ყველაფერს სიცილითა და იუმორით აკეთებდა.
სამაგიეროდ დრო იყო სასტიკი და დაუნდობელი.
საგულდაგულოდ მალავდა მობილურ ტელეფონს, ვინ იცის როდის დაურეკევდნენ და დაავალებდნენ ზეგ რომ ბრძანება უნდა გამოვცეთ,ის საქმე რატომ გუშინ არ შეასრულეთო.
ითმენდა ანიკო, ახალგაზრდა გაბღენძილი ადამიანების გაფხორილ მანერებს-ეცინებოდა დაყენებული სახით რომ დადიოდნენ და მისი თანატოლები ,,ქალბატონობდნენ".
სწორედ იმ ცხელ ზაფხულს-გლეხები რომ თაკარა მზეშიც არ ერიდებოდნენ შრომას, ანიკო უფროსმა დაიბარა.სახლში ამ ამბის გამხელა უჭირდა.არც თვითონ უყვარდა სხვაგან სიარული და ოჯახშიც უშლიდნენ.
მერე დილას დაწინწკლულ კაბაში გამოწყობილი, თავისებურად გაპრანჭული ემზადებოდა წასასვლელად და ვერ დამალა ,,დაბარებული" რომ იყო.ქმარი, სხვა დროს ამაზე რომ გაბრაზდებოდა, ახლა სიამოვნებით დასთანხმდა თავად წაეყვანა.უკვირდა ანიკოს, მაგრამ ალბთ წინა დღის ნაბახუსევია და ჩემი სიამოვნება გადაწყვიტაო.ჩაუჯდა მორიდებულად მანქანაში, გადაიკრა ღვედი-თითქოს ეს უხილავი ღვედი არ სდევდა თან და გარინდებული მიუყვებოდა გზას ,,უფროსამდე".
აი, იქ მოხდა თუ მოხდა...უფროსს 9 საათზე ჰყავდა დაბარებული.ქმარს უთხრა: ალბათ ერთი საათი დამჭირდებაო-იცოდა უფროსების ამბავი, სად იციან მაგათ დროულად მისვლა და შესასვლელში სკამზე ჩამოსკუპდა.
გახდა 10 საათი... უფროსი არ გამოჩენილა...
გახდა 11 საათი და რიხით შემოკაკუნდა სილამაზის სალონიდან(საპარიკმახეროს ვინღა ახსენებს, სადალაქოზე რომ აღარფერი ვთქვა) გადალამაზებული ქალი.ერთი ცივად მიესალმა ანიკოს და მის მსგავსად დაბარებულებს ერთი-ორი სიტყვა გადაუგდო.რაღაც ,,ფრენჩი" ახსენა.ანიკოს ამის არაფერი გაეგებოდა...
გული საგულეს აღარ ჰქონდა...დაბლა თედო ელოდებოდა და ტელეფონის ზარიც არ წყდებოდა.ისეთი სახე მიიღო, თითქოს ერთი სული ჰქონდა უფროსი როდის დაიწყებდა მის გალანძღვას.
რიხით დასწია კაბინეტის სახელური უფროსმა და ანიკოს თვალით ანიშნა შემოდიო.ნაძალადევი ღიმილით გაჰყვა მორჩილებას მიჩვეული პატარა ქალი.
დაიწყო.... რაკარუკით მიჰყვა სალანძღავი სიტყვები ერთმანეთს...ანიკო თავის მართლებას არ ეცდებოდა-პასუხს იშვიათად უბრუნებდა ვინმეს, მაშინაც კი თუ ნამდვილად მართალი იყო.ამ შემთხვევაში კი თავი არ,,გაუტოლა"..გულში კი იმას ფიქრობდა, რომ უფროსს სილამაზის სალონი ნამდვილად ვერ უშველიდა.აი, რა იყო ,,ფრენჩი" ეს მაინც ვერ გაიგო.
იუფროსა უფროსმა-ხან მანიკიურიანი თითები ასწია, ხან ვიღაცის ნაჩუქარი კალმით ანიშნა, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდა საქმეს და ხმის სიმშრალე რომ იგრძნო, გაჩერდა.
გამოვიდა ანიკო...
ჩამოვიდა კიბეზე და როგორც კი ჩაჯდა მანქანაში ახლა იქ დაიწყო-არც აქ დააკლეს...გასაკვირი არც იყო, 3 საათი ელოდა თედო გახვითქული, ნაბახუსევი...
ითმინა ანიკომ...მივიდა სამსახურში და ახლა იქ დაიწყო...აქ კი ვეღარ მოითმინა და გული იჯერა ტირილით.
მერე..მერე კი ცისარტყელა რომ გამოანათებს წვიმის შენდეგ, ისე აუციმციმდა თვალები და იქ შეკრებილებს ჰკითხა: რა არის ხალხო ,,ფრენჩი"?
მეგობრებმა გაიცინეს და აუხსნეს ,ფრჩხილების მოვლის ერთგვარი ფორმაო..
სად იცოდა ანიკომ ეგ ამბები, ან სად ეცალა მაგისთვის..
წლების შემდეგაც სიცილით იხსენებდა ამ ამბავს და გულწრფელად სჯეროდა, რომ არ იმსახურებდა ასე მოქცევას, მაგრამ სამაგიეროდ გაიგო რა იყო ,,ფრენჩი"
ახლა თურმე ,,შილაკია" მოდაში, მაგრამ ანიკოს არც ეს ადარდებს.იცის, რომ მთავარია გულში გქონდეს ზეიმი და სილამაზე-ისევ სხვებმა გაიკეთონ ,,ფრენჩი" და მისთანები...

მითხარი და დავაბამ ქარს,
მანიშნე და ვარსკვლავებს მოგიკრეფ ხელით,
მთვარეს შევუცლი გზას,
მზეს ამოვიყვან შენთვის...
დევებს და ეშმაკებს ავურევ გზას-სიყვარულს ვასწავლი შენსას..
მიჩურჩულე და ყანას ავაწითლებ, თავთავს დავამძიმებ, თავთუხს დავამწიფებ შენთვის...
ხელი მომაშველე-ხიდი ავაგო, გული გავათბო, მზე ჩავუღვარო სულში..
თვალით მანიშნე-ვისთვის რა გინდა, რა ვალი დაგრჩა გადასახდელი...
მხრებში გასწორდი, ცერებზე დადექ, გადმომ ხედე და მითხარი რამე...
წვიმას მოვიყვან, მთებს ავამწვანებ, გავაბიბენებ მდელოს...
ოღონდ მითხარი, თვალით მანიშნე, ან მეჩურჩულე ჩემო...

სიყვარულს არ უყვარს-გამოკლება,
მიმატებაზე თვალებში მზე უცინის,
გამრავლება ხომ მისი ნიშანია,
გაყოფასაც ეგუება პროპორციულად,
არც კვადრატში აყვანას თაკილობს, კუბში-გაგიხარია...
ვერ ეგუება ფრჩხილების გარეთ მოქმედებებს, მრუდებს, მონაკვეთებს..
ყველაზე მეტად უსასრულობაში გრძნობს თავს ლაღად..
არც მძიმე უყვარს და არც წერტილი,
ვერ ეგუება ბრძანებას.
უფრო ძახილია, სულთა კავშირის, თუ ყურს დაუგდებთ ხშირად..
მოსწონს ორწერტილი, მრავალწერტილი,
პირობითი და დათმობითი, სრული და უსრული წინადადებები.
(სიყვა) რული თუ მოგეკიდა,
მთელი სისტემა ირევა.
ვაითუ გაჩნდეს სადღაც, ვიღაცისგან უნებურად წაუშლელი,, გამოკლება ' და მერე ჩნდება ეკლიანი, უალერსო სიტყვები..
მერე მართლა ირევა ყველაფერი..
მიმატება, გამრავლება გაყოფა, ხარისხებში აყვანა და ასე უსასრულობა... აი, რა უნდა სიყვარულს!

სიცივემ ამიტანა,
მზემ დამივიწყა,
მოდი, გამითბე ნატკენი გული!
მიამბე, რა გითხრეს ყოჩივარდებმა?
ხომ არ დაგჩხვლიტეს ეკალ-ბარდებმა?..
შენზე მიამბობდა შვინდი-მეტიჩარა,
ქოთქოთით უხმობდა დობილს...
კარგ ამბად მენიშნა მათი საუბარი...
გულში ჩამეღვარა სითბო...
გიმოგზაურია მზესან. მთვარესთან,
ვარსკვლავს აკიაფებ თითქოს...
ცაში დაგეძებდი, თვალი ვერ მოგკარი...
ალბათ მიგროვებდი სითბოს...
მზემ დამივიწყა,
მოდი, გამითბე ნატკენი გული!
მიამბე, რა გითხრეს ყოჩივარდებმა?
ხომ არ დაგჩხვლიტეს ეკალ-ბარდებმა?..
შენზე მიამბობდა შვინდი-მეტიჩარა,
ქოთქოთით უხმობდა დობილს...
კარგ ამბად მენიშნა მათი საუბარი...
გულში ჩამეღვარა სითბო...
გიმოგზაურია მზესან. მთვარესთან,
ვარსკვლავს აკიაფებ თითქოს...
ცაში დაგეძებდი, თვალი ვერ მოგკარი...
ალბათ მიგროვებდი სითბოს...
,,ეს უკვე მეტისმეტია, თავს გავიდა..ვერ ვაპატიებ...წერტილი უნდა დაუსვა"-თვალებზე მომდგარ ცრემლების უკან გაბრუნებას ცდილობდა, წამწამებს აფახულებდა და თვალის კუთხეებს ისწორებდა ქეთი.არ უნდოდა ვინმეს შეემჩნია, რომ გული საგულეს აღარ ქონდა და სადაცა დაამთავრებდა სიყვარულის ისტორიას ასე ნაბიჯ-ნაბიჯ რომ მოიყვანეს აქამდე.
თავი ჩაჰკიდა.მეზობლის ქალს თვალი ვერ გაუსწორა, ვითომ ვერ შეამჩნია.სადარბაზოსთან მიახლებულმა თეთრი, ოთხად გაკეცილი ფურცელი შენიშნა.გულგრილად ვერ ჩაუარა, ხელში აიღო, გაშალა...
ერთმანეთს მიყოლებული, ლამაზი ხელით გამოყვანილი სიტყვების ჯარი გამწკივებულიყო.წერილი იყო, ვის სწერდნენ ვერ მიხვდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია, დაავიწყდა თავისი ამბავი და თვალი ვერ მოსტაცა ამ ამბავს.წერილის ავტორი, სავარაუდოდ, ქალი უნდა ყოფილიყო..
,,ვერ გავბედე, რომ ცხადად მეთქვა, თუ როგორ მიყვარხარ! შენ რომ არ ყოფილიყავი ამ ქვეყნად, ალბათ ვერასოდეს შევძლებდი ,,ფორმაში ყოფნას".ვფიქრობ შენ ის ადამიანი ხარ, ნამდვილი მეუღლეობა რომ უნდა გაეწია ჩემთვის.სიტყვა უღელიც ხომ ამას ნიშნავს-ხან შენ იწევ და ხან მე, მაგრამ მაინც ერთნაირად ერთგულად ვეწევით ამ უღელს.შეიძლება ყველაფერი არ მომწონს რასაც შენ აკეთებ, მაგრამ ისეთი შემიყვარდი, როგორიც ხარ და მე არ ვნანობ.თვითკრიტიკაც შენ გამო ვისწავლე.თუ რამეს მივაღწიე შენი დამსახურებაა-შენ გეპრანჭებოდი, გიმტკიცებდი, რომ შემიძლია!
მე შენი მშობლებიც მიყვარს-ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, შენც არ იქნებოდი ამ ქვეყანაზე და მერე რა მეშველებოდა უშენოდ, პრინცი ხომ არც არასოდეს მიძებნია! შენიანებიც მიყვარს! იმოტომ, რომ ჩემების სიყვარული გაჩენის დღიდან მასწავლეს!
შენ ზუსტად ისეთი შემხვდი, როგორიც შემეფერებოდი.თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, ისევ შენ აგირჩევდი! მერე რა რომ დღეს ერთად აღარ ვცეკვავთ ,,როკენროლს" და ,,ავანაგელას"? მჯერა ეს დღე ისევ დაგვიდგება.მე და შენ წინ ბევრი ლამაზი წელი უნდა გავატაროთ!
ბევრი ქალისგან განსხვავებით, მე არასოდეს გადამიხდია დაბადაბის დღე რესტორანში, მაგრამ მე დღესაც იმ იების სურნელი მომყვება იანვარში რომ მაჩუქე, მაისის ვარდების სითბო დამყვება.შენ თავად ხარ დღესასწაული! გემოვნებიანი, დახვეწილი, საქმიანი...
შენთან ყოფნამ მაგრძნობინა, რომ გონება მუდამ ვავარჯიშო მაშინაც კი, თუ უცხოელ მსახიობებს ვერ ვიმახსოვრებ-შენ იმდენი რამ გინახავს, იცი... მე ვამაყობ შენით! მერე რა, რომ ხანდახან მაბრაზებ, როცა ბრაზობ.ჩემი დუმილი გულგრილობას კი არ ნიშნავს..შენი დარდი მედარდება!
მიყვარხარ და გთხოვ, მაპატიე თუ ბევრჯერ ვერ გეუბნები და თუ მოვკვდი,,ძეგლად გადამეფარე..."
ინიციალების ამკითხვა ვერ შეძლო.დიდხანს იდგა გახევებული..შერცხვა თავისი გადაწყვეტილების..
,,არა, შევხვდები და ვეტყვი ყველაფერს..ასე გაგრძელება აღარ შემიძლია.მე ის მიყვარს და სიყვარული ყველაფერს შეგვაძლებინებს...''
ამ ფიქრში წასულს მეზობლის ქალი დაადგა თავს და ,,ხომ არაფერი გიჭირსო?"-ჰკითხა
ქეთიმ გაუღიმა, ცისარტყელასავით გამოანათა და თავი ლამაზად გაუქნია...წელში გამართული აუყვა კიბეს...

Subscribe to:
Posts (Atom)