Monday, 6 May 2019


ქარი ვერცხლისფერ თმას ღერა- ღერა ილაგებდა.ქარაშოტისთვის ემზადებოდა.უძლურს კი მშვიდად ეწყო ხელები, ერთ დროს საქმიანი ახლა თხილის ჩურჩხელას დამსგავსებოდა.თვალები ნაღვლიანი, აი ისეთი ,თაფლში წყალს რომ გაურევ და უჭირს გაერთიანება.ფიქრს მისცემოდა.ფიქრს რა? ან კი ჰქონდა ფიქრის თავი.საფიქრალი აღარ ჰყავდა.მასთან უნდოდა და თავად ვერ მიდიოდა.
ელოდა. წამყვანი იგვიანებდა.სამაგიეროდ ქარს უნდოდა უძლურის ფიქრი საყვარელი არსებისათვის წაეღო.ეს იყო მისი იმედი.
ემზადებოდა.ქარი და ქალი ერთმანეთს ავსებდნენ- ეჩურჩულებოდნენ.უძლურს მისი სჯეროდა.ხვდებოდა, რომ მერე ისიც ჯერ განიავდებოდა, იმოტომ რომ მკლავებში სიმსუბუქეს უკვე გრძნობდა, მერე თავის სულის ნაწილს შეახვედრებდა და მკლავში ისევ ძველებურ ძალას იგრძნობდა. ქარი ასწავლიდა გზებს,როგორ ასულიყო მაღლა, სულ მაღლა, უსაზღვროებამდე..მხოლოდ ქარს ესმოდა მისი გაძაფებული ხმა და საუბარი
აი თურმე რაზე დაჰქროდა ქარი- საქმიანი მესაიდუმლე.
და თქვენ კი რა არ გაიფიქრეთ მასზე...

No comments:

Post a Comment