მზის გულზე, ცივ მიწაში ორნი ისევ მზეზე და სიყვარულზე საუბრობნენ.ის- უფრო დიდი- გულისპირს ინიავებდა,მეორე- პატარა- ცდილობდა გაერთო ისე, თავისებურად, როგორც სჩვეოდა.
დიდს აღარ ეჩქარებოდა, ვისთანაც ეჩქარებოდა გვერდით ჰყავდა.პატარას დარდი კი ჰქონდა სამზეოზე დარჩენილების, მაგრამ დიდი ამშვიდებდა.დიდმა ბევრი რამე უთხრა პატარას და დაამშვიდა.
პატარა ითვლიდა: ერთი, ორი, სამი, ოთხი...ოთხი თუ სამი? არა, ოთხი! ერთი უდრიდა ოთხს.უმტკიცებდა დიდს, რომ ოთხი ერთის ტოლი იყო! დიდი არ ეკამათებოდა.თავადაც ხომ გამოსცადა, რომ ოთხი ერთს უდრიდა და თუ, როგორც იყო.დიდი იყო და არ უნდოდა ეწყენინებინა პატარისათვის..
მზე ისევ აცხუნებდა...
ორივემ იგრძნო, რომ გრილი მიწა იძვროდა...რაღაც ხმაური ესმოდათ და უხაროდათ.ეს ადამიანების ხმა იყო.

,,საკმარისად ვართ!" -უნდოდათ დაეძახათ, მაგრამ ხმას ვერ აწვდენდნენ.
,,თქვენ იხარეთ!"- ილოცებოდა დიდი.
პატარას უფრო პატარების ფეხების ხმა ესმოდა და გული სიხარულით უცემდა.
,,ვადავრჩი, გაგრძელდა! -
ხმაურობდა პატარა.
მზე თანდათან ცხრებოდა.ბოლოქნქარა ჩიტი აქოშინებული, სიცხისგან გათანგული ჩამოჯდა ქვაზე.
-,,რა არ მინახავს, რა არ გამიგონია, მაგრამ ამნაირ ამბავს კი არ მოვსწრებივარ! მზეს ვუყურებდი და ორი სხივი გადატყდა.ერთმანეთს მიჰყვა!.უერთმანეთოდ ვერ სძლებდნენო,- სხვა ჩიტებმა მითხრეს."
მზე კი იწურებოდა და მიწას აგრილებდა.ჩიტიც სხვაგან გაფრენილიყო- ახალი ამბების მოსატანად...
სიჩუმე იწვა...

No comments:
Post a Comment