ლებანიძე
მოკლე თმა-თხელი, მაგრამ ლამაზად დაწყობილი, კოხტა თითები- მუდამ მოვლილი.ბეჭედი, საოცარი ფერის მოგრძო საყურე,გულსაბნევი ან მძივი.მოხდენილი და მორგებული ტანსაცმელი. თვალების ფერი- ხან მწვანე და ხან ცისფერი.
იწყებოდა გაკვეთილი და თინა მასწი შემოდიოდა ან სულაც არ იყო საკლასო ოთახიდან გასული- უამრავი საქმე ჰქონდა: სადამრიგებლო კლასის ონავარი ბიჭები უნდა დაეტუქსა,რომელიღაცა ღონისძიების სცენარი დასამთავრებელი ჰქონდა ან ვიღაცასთან რეპეტიციას ასწრებდა.
გაკვეთილზე კი...გაკვეთილზე სულ იმას უსვამდა ხაზს, რომ ოდესმე გაიხსნებოდა საზღვრები და ინგლისური ენა უფრო საჭირო გახდებოდა.ვიდრე ეს ოცნება აუხდებოდა კი ჩაგვჩიჩინებდა: ,,ფასთ იდეფინით'' და ,,ფასთ ქანთინიუს".
თინა მასწავლებელმა არ იცოდა, რომ დღეს გუგლი გვითარგმნის ,რასაც მოვისურვებთ.სამაგიეროდ ის იცოდა, რომ განათლებული ადამიანი საზოგადოებასაც ანათებს და ინგლისურის გარდა სხვაც ბევრი რამ სჭირდება ადამიანს.ისე ლამაზად დადგამდა ცეკვას, თითქოს ცეკვის მასწავლებელი იყო.მაყურებელს მინი- სპექტაკლს შესთავაზებდა.არადა რეჟისორი არ იყო.მაგრამ ყველაფერი შეეძლო და ყველაფერი იყო.
90-იან წლებში მოვინახულე.კოლეგებისგან გაგზავნილი ამანათი გადავეცი.მერე დიდხანს არ უცოცხლია.
წავიდა ვალმოხდილი,სხვებზე მზრუნველი დიდებული ადამიანი! დაკრძალვას ვერ დავესწარი- ყვავილები არ მიმიტანია, ერთი მუჭა მიწა არ მიმიყრია , მისი საფლავი არც კი ვიცი სადაა,მაგრამ ის ვიცი, რომ თინა ლებანიძე ჩემი და ჩემი წინამორბედი თაობების გულშია.ქალი, რომელიც უხდებოდა კაზრეთს!

No comments:
Post a Comment