ჩემოდანი გადახსნილი დარჩენოდა.თვითონ სადღაც გასულიყო.სიცარიელე ისადგურებდა, თუმცა ყველაფერი ,რაც ამ სახლთან აკავშირებდა, თითქმის ერთ ჩემოდანში მოექცია.კაბები, პიჯაკები, თითქოს ერთი ხელისმოსმით ჩაეყარა.
ნინაკა ახალ ცხოვრებას იწყებდა.სანერვიულო თითქოს არაფერი ჰქონდა, მაგრამ მაინც განიცდიდა - უჭირდა გამოთხოვება წარსულთან .
გასაღები დიასახლისს ჩააბარა, დაემშვიდობა და მოხდენილად, თავაღერებულმა ჩაუარა სადარბაზოს წინ მდგარ ბიჭებს.ნინაკამ მათი მზერა იგრძნო და არ შეიმჩნია.
ქუჩის კუთხეში ის ელოდებოდა, ვინც ცა ფეხქვეშ გაუფინა.
სიყვარულისთვის გაჩენილებს ხანში შესული მამაკაცი თბილად უღიმოდა.
ნინაკა ის გოგო იყო, რომლის გული აქამდე ვერავინ მოიგო .ვერავინ გააკვირვა, გააოცა...და ახლა თავის მომავალს ქმნიდა.
აეროპორტში მეგობრები დახვდნენ.სიცილ-კისკისით გააცილეს შეყვარებულები ვენაში.წინ მხიარული დღეები ელოდათ..
ბედნიერებისაგან დამთვრალიყო თვითმფრინავიც....

No comments:
Post a Comment