Monday, 6 May 2019


                                                       ბაბუცა
მეტროს შესასვლელთან ჩაიმუხლა, მეტი აღარ შეეძლო სიარული.ახალგაზრდებს არ გამორჩენიათ და ბაბუცას მიეხმარნენ.ჩვეული რიხით დალოცა ბაბუცამ ახალგაზრდები, მაგრამ ცოტა არ იყოს , ბზარი შეჰპარვოდა ერთ დროს წარმატებულ ქალბატონს-მაშინაც თვითონ ეგონა რომ წარმატებული იყო, თორემ სხვები ასე არ ფიქრობდნენ.
მეტროს ვაგონის გამოჩენამდე მოსაცდელ დარბაზში იჯდა.ფიქრი აეშალა.ძველი წლები გაახსენდა და კადრებივით გაირბინა იმ დღეებმა.როგორ იკადრებდა მაშინ ქალბატონი ბაბუცა მეტროთი სიარულს-სიბნელის ეშინოდა.ამას ისიც ემატებოდა, რომ მუდმივად თან დაჰყვებოდა უცნაური შიში.რისი ეშინოდა თავადაც ვერ აცნობიერებდა.პროფესიული სინდრომი დაარქვეს ამ შიშს მეცნიერებმა.ერთნი სთვლიდნენ, რომ ბაბუცას ხელში ჩაუვარდა თანამდებობა და ამის შიში ჰქონდა, სხვათა აზრით, უფრო დაბნეულობა სჭირდა.არადა რა ბედნიერი იყო მაშინ ბაბუცა-როგორი სიამაყით ჰყვებოდა თავისი წარმატების მბავს, ქონებას, შესაძლებლობას.
ერთ რამეში არ გაუმართლდა მხოლოდ-შვილი არ ჰყავდა.ძალიან განიცდიდა პრანჭია ქალბატონი და ბოლოს გადაწყვიტა უდედოდ დარჩენილი მეზობლის ბავშვი აეყვანა, მაგრამ არც აქ გაუმართლდა.გოგონა იზრდებოდა და გრძნობდა ბაბუცას ხასიათს-ვითომ გულჩვილს, ვითომ მზრუნველს, მაგრამ სინამდვილეში ფშუტე თავთავს და გოგონამ დეიდასთან ისურვა გადასვლა.დეიდას უკვე გაეზარდა შვილები, მეუღლე ინფარქტის მსხვერპლი გამხდარიყო და მარტოდ დარჩენილს გაუხარდა კიდეც ახალი ,,თავისიანი" წევრის ოჯახში გამოჩენა.
ამის შემდეგ უფრო შეიცვალ ბაბუცა-რიხს უმატა, არ უნდოდა საზოგადოების თვალში დამცირებულიყო.აქა-0 ქირქილებდნენ კიდეც-ახლა ნახეთ მაგის ოინებიო...
დრო შეიცვალა.ამოეწურა ბაბუცას შესაძლებლობები.მთავრობაც შეიცვალა და მუდამ წითელპომადაწასმული, თმადავარცხნილი ქალბატონი აღარ დასჭირდა ახალ მთავრობას.ბაბუცამ ჯერ არ შეიმჩნია, მერე ვითომ შეეგუა, მერე ვითომ რაღაც-რაღაცები დაიწყო მთავრობის მისამართით-ხან იქ თქვა, ხან აქ, მაგრამ მოუძველდა ოინები და ბოლოს შეეჩვია სახლში ჯდომას.
თანდათან ჯანმრთელობაც შეერყა.სახლში ხმის გამცემიც აღარავინ ჰყავდა.იშვიათად თუ გამოვიდოდა სახლიდან ისიც მარტო იმიტომ, რომ ძველი მეგობრები მოენახულებინა.გაურბოდა ადამიანებს და ახლა თანდათან თვალ აჩვევდა სიბნელეს.მეტროც ამიტომ შეიყვარა.
ახლა ზის ბაბუცა და ფიქრობს...ფიქრობს წარსულზე, ახლანდელ ყოფაზე და ალბათ, კიდევ ბევრ რამეზე სწყდება გული..ვინ იცის...რას გაუგებ სიბერეს...

No comments:

Post a Comment