ჩიტების მოყოლილი ამბები
სკოლის სიახლოვეს, სადენზე იჯდა გულწითელა ჩიტი.ბუმბულს ისწორებდა, რაღაცნაირად იპრანჭებოდა-თვალებს ეშმაკურად წკურავდა და თითქოს ვიღაცას ელოდა.მერე ნაზად გაგოგმანდა, ცნობისმოყვარეობამ სძლია: ხომ არ მონავარდობსო ჩიტი ზაქარა.ხმაური შემოესმა.ფრთები ააფართხალა, გასწორდა, ხმა გაისწორა და გაინაზა.
ზაქარა ვაჟკაცურად მიიჭრა, ჩაახველა და რიხით მოიკითხა თავისი ქეთევანი.ერთი სიტყვაც საკმარისი იყო, რომ ისედაც სიყვარულისაგან გაბრუებულ ქეთევანს პაწაწინა გული საგულედან ამოვარდნოდა.ზაქარას ნუგბარიც არ დავიწყებოდა სატრფოსთვის.
ისიყვარულეს გულისწორებმა.გადასწვდნენ ამ მთისას და იმ ბარისას. მერე სკოლის ბავშვების სიყვარულზე აჭიკჭიკდნენ.
თურმე...
,,ერთ ლამაზ და მოხდენილ გოგონას მოსვენებას არ აძლევდა უფროსი ასაკის ბიჭი.რას არ აკეთებდა,რომ მისი გული მოეგო, მაგრამ გოგონა ყურადღებას არ აქცევდა და ხშირად უხმოდ გაშორდებოდა ხოლმე თავმომაბეზრებელ ვაჟს.ეს ამბავი ყველამ გაიგო. .გოგონა კი ისევ არაფრად აგდებდა ვაჟს...ვაჟი კონცერტებს მართავდა, უმღეროდა, მაგრამ ,,ყინულის დედოფალი" ვერ ,,მოლხვა".გავიდა წლები.გოგონამ დაამთავრა სკოლა.
სხვებთან ლაღი და მხიარული, რაღაცას მალავდა.მალე გაირკვა, რომ გოგონას ოჯახი უცხოეთში მიდიოდა და მისი მიუკარებლობის მიზეზიც სწორედ ეს იყო."
ზაქარას უნდოდა უფრო მეტი მოესმინა და ქეთევანი აჟღურტულდა:
,,ეს ამბავი, თურმე , ბიჭის მამამ გაიგო.ატყობდა, რომ შვილს მის გარდა არავინ არ უნდოდა და .პირდაპირ მისულა ოჯახში. გოგოს ხელი უთხოვია.ამ ხნის მანძილზე გოგონა თურმე სიყვარულს მალავდა, მხოლოდ ჩანაწერებში ამჟღავნებდა. ლამაზი გოგონა თურმე უსმენდა უფროსების საუბარს, თუმცა მორცხვად.
სულ მალე პირველი ზარიც გაისმა, პირველი შეხვედრა, პირველი კოცნა და ბოლოს ისეთი ქორწილი გადაუხდიათ, ამ სადენის ბო;ლომდე იყოო სეფა გადაჭიმული...''
დაასრულა ქეთევანმა და უფრო დაიმორცხვა...ზაქარამ კი თავისი დიდი ფრთები მოხვია და ჩასჩურჩულა: ,,ჩვენც მალე ვიქორწინოთ, კარგო!...''
ჩიტები ტკბილად და დიდხანს იყვნენ გარინდებულნი ...
აი, თურმე როგორი ამბები სცოდნიათ ჩიტებს...

No comments:
Post a Comment