Monday, 6 May 2019

                                   უპასუხოდ დარჩენილი წერილები


        მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს მიუყვებოდა თათუშა. გულში ძველებური ცეცხლი აღარ უტრიალებდა.ერთ დროს ლამაზ თითებს ჭკნობა შეჰპარვოდა, ბეჭდები კი ისევ ისე აესხა, როგორც მაშინ გულისწორს რომ ელოდა.მიდიოდა და თან ტანს მიარხევდა.ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში...
   კარი გააღო.ყველა ნივთს თავისი ისტორია ჰქონდა-გახუნებული, გაცრეცილი, უსიცოცხლო, მაგრამ მაინც თავისი იყო-ჩუმად, დიდი რუდუნებით შექმნილი...
აღარც მეზობლები აკითხავდნენ და არც არავინ ჰყავდა გულშემატკივარი...
სარკეს ჩაუარა თათუშამ და თითქოს თავისი ახალგაზრდობის ორეული დაინახა...სარკიდან ხან მოკლეთმიანი ლაღი და მოუსვენარი გოგო უცინოდა, ხან გრძელთმიანი ,,კლასიკურ სტილში" გამოწყობილი პრანჭია პატარა ქალბატონი-ახლად რომ ცდილობენ დიდებს დაემსგავსონ.
იდგა თათუშა და იხსენებდა წარსულს... რამდენ ვინმეს ,,შევარდნოდა გული"!რამდენ ყმაწვილს გაუცრუა იმედი
     გონებაში კადრებივით გაიარა წლებმა-სასწავლებელი, სამსახური,ისევ სასწავლებელი, მანქანა, ბინა, უფრო ,,დიდი სამსახური", მეგობრებთან გართობა, მათ ოჯახებში სტუმრობა, ყველასათვის საყვარელმა გოგომ ვერ შეიგრძნო როგორ გახდა ,,დიდი გოგო"-არავის იკარებდა-არ ეჩქარებოდა...
საიდუმლოების ყუთს განსაკუთრებით უფრთხილდებდა-ან ვის უმალავდა?
თათუშას ძალიან მოუნდა წარსულით ტკბობა და ყუთს თავი მოხსნა.ერთმანეთს მიება ამბები-წერილები, რომლებსაც ახლგაზრდობაში სწერდნენ, გაყვითლებულიყო.ერთი წერილი განსაკუთრებთ უყვარდა.
    მოხდენილი ყმაწვილი თათუშას ესიყვარულებოდა.
თათუშას კი მისთვის არ ეცალა და პასუხის დაბრუნებასაც არ ჩქარობდა.
ახლა, წლების შემდეგ უნდოდა დაეყვირა:,, მოდი შენი ვარო", მაგრამ უკვე გვიანი იყო..
უპასუხოდ დარჩენილი წერილები კი გულსაკლავად გაყვითლებულიყო...
იდგა თათუშა-მაინც ლამაზი, მოხდენილი, პრანჭია და ამაყად ატრიალებდა უპასუხოდ დარჩენილ წერილებს...
        წერილები კი ბევრი იყო...

No comments:

Post a Comment