ხუჭუჭა, ბეკეკოს მსგავს ღრუბელს თითქოს თვალები გამოსჩენოდა.დიდ წამწამებს რაღაცნაირად აფახულებდა და ცხადად ვხედავდი, რომ მიცინოდა.არ მეგონა ღრუბელს სიცილი თუ შეეძლო.გაკვირვებას ვერ ვმალავდი.ის კი თავისთან მიხმობდა, რაღაცის თქმას ცდილობდა.კისერი გავიწვდინე, თითის წვერებზე ავიწიე და ყურში ჩამჩურჩულა:,, მე ვარ, არ შეიმჩნიო.ხომ მეძებდი! შენიანი ვარ, ახლა აქედან გიყურებ და შენით ვხარობ!''
გულმა სხვანაირად დამიწყო ძგერა.ვაკვირდებოდი და სახეზე პატარა წერტილებს ვამჩნევდი, თვალებში რომ ჩავხედე უფრო მეტად მეცნო.მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდი, რომელი იყო.მერე, როცა ლამაზი კულულები შეარხია, დავიჯერო რომ ის იყო...
მინდოდ შევხებოდი, მაგრამ შორს იწევდა-,,ჯერ ადრეა, მოიცადე, ნუ მოხვალო"
მერე საიდანღაც გაჩნდა ქარი-მთლად ავიც არ იყო, მაგრამ კიბეზე შემდგარს ისე შემომიქროლა, რომ ფეხი ამიცდა და პატარა ღრუბლის ნაგლეჯზე აღმოვჩნდი.
ქარს თმა ვერცხლისფრად დაეშალა-ისწორებდა და ამაყად იყურებოდა.
რა ჰქონდა სამაყო? მე რომ მომერია თუ ღრუბელი რომ გადარეკა?
მგონი, უფრო ღრუბელს გაუფრთხილდა-წერტილებიანს, ლამაზთვალებას, ძლიერმხრებიანს-ჩემგან დაიცვა და უფრო მიუახლოვა ზეცას...
ნეტავი ქარის ძალა მომცა...

No comments:
Post a Comment