Monday, 6 May 2019

სიყვარულს არ უყვარს-გამოკლება,
მიმატებაზე თვალებში მზე უცინის,
გამრავლება ხომ მისი ნიშანია,
გაყოფასაც ეგუება პროპორციულად,
არც კვადრატში აყვანას თაკილობს, კუბში-გაგიხარია...
ვერ ეგუება ფრჩხილების გარეთ მოქმედებებს, მრუდებს, მონაკვეთებს..
ყველაზე მეტად უსასრულობაში გრძნობს თავს ლაღად..
არც მძიმე უყვარს და არც წერტილი,
ვერ ეგუება ბრძანებას.
უფრო ძახილია, სულთა კავშირის, თუ ყურს დაუგდებთ ხშირად..
მოსწონს ორწერტილი, მრავალწერტილი,
პირობითი და დათმობითი, სრული და უსრული წინადადებები.
(სიყვა) რული თუ მოგეკიდა,
მთელი სისტემა ირევა.
ვაითუ გაჩნდეს სადღაც, ვიღაცისგან უნებურად წაუშლელი,, გამოკლება ' და მერე ჩნდება ეკლიანი, უალერსო სიტყვები..
მერე მართლა ირევა ყველაფერი..
მიმატება, გამრავლება გაყოფა, ხარისხებში აყვანა და ასე უსასრულობა... აი, რა უნდა სიყვარულს!

No comments:

Post a Comment