მთვრალია ზეცა...
ქარგადატანილი და ნამთვრალევი ოხრავს...
სიბნელე დასწოლია ქუჩებს...
სინათლეს სული წასვლია...
ქუჩის ლამპიონებიც სთვლემენ...არ სძინავს მხოლოდ ერთს...გუშინდელ დღესავით ახსოვს ის დღე, როცა ამ ეზოში, ხის ძირში პორველად აკოცა თავის სატრფოს...ახლა კი რა დრო გასულა...
სატრფო ქმარი გახდა, ქმარს ლამაზი შვილები მოჰყვა და მათზე მზრუნველობა-მოვლაში დრო ისე გაიპარა, რომ თითქოს ერთი წამი იყო...
ახლა...ახლა მარტოა და მარტოსული...
შორს წასულან მისიანები...
უმიზნოდ დაჩენილა...
თავადაც არ იცის რა ქნას..
ფიქრობს...ბევრს ფიქრობს...
ფიქრში დაათენდა კიდეც...
წამოდგა...მოგონებააშლილი იმ მაგიდასთან მივიდა, სადაც სიხარულით იკრიბებოდნენ..დღეს კიდევ ერთხელ მოუწევს აკანკალებული ხელით ჩაიყაროს შაქარი ჩაიში...
მისი დამხმარე არავინაა...
მოლოდინით დაღლილს ვერც სინათლე შველის-თვალები ამღვრეული აქვს..
იფუსფუსებს თავის ეზოში და როცა ,,სხივმიმკვდარი მზე"
უკანასკნელად გაიბრძოლებს-თავისი ჩონჩხადქცეული ხელებით პირჯვარს გადაისახვას და თითქმის ჩურჩულით იტყვის:,,ღმერთო, შენ დაუმკვიდრე ცათა სასუფეველი ჩემს წასულებს, დიდხანს მიცოცხლე დანარჩენები"...
მთვარე კი ისევ ამოვა და ყველა მოგონებას სითეთრეში გახვევს...
No comments:
Post a Comment