ჩემი დირექტორი
ახალი სასწავლო წელი იწყება.მოგონებებმა წარსული გამახსენა.მაშინ პედაგოგები 20 აგვისტოს სკოლაში იყვნენ ხოლმე.მეც მათთან ერთად ვიყავი.ჩვენი ბიბლიოთეკარის, ნათელა დეიდას, დამხმარეს როლი მქონდა მორგებული.სიამოვნებუთ ვსვამდი სკოლის ბეჭედს წიგნების პირველ გვერდზე, ვახარისხებდი კლასების მიხედვით.ნათელა დეიდამ ზუსტად იცოდა,თავისი ტკბილი ენით როდის იყო საჭირო შექება და მანებივრებდა ხოლმე.მეც,ალბათ,როგორც ყველა ბავშვს, შექება მსიამოვნებდა და თავს არ ვზოგავდი.
მასწავლებლები ფუსფუსებდნენ, ჩურჩულებდნენ, წერდნენ, ამზადებდნენ კლასებს მოსწავლეების შესახვედრად.მაგრამ სულ სხვანაირად მახსენდება ჩემი სკოლის დირექტორი-გიორგი ჯაყელი.ადამიანი, რომელიც მიყვარდა და არ მეშინიდა,პატივს ვცემდი და არ გავურბოდი. საოცარი ხმის ტემბრი ჰქონდა- მრისხანება არ ეტყობოდა.მოჩვენებით სიმკაცრეში ბავშვების დიდი სიყვარული იგრძნობოდა.ყველა ბავშვის სახელი და გვარი იცოდა და მაინც ლამაზი იუმორით მკითხავდა: მოსეშვილო, რა გვარი ხარ?
ერთ წელიწადს კონკურსისათვის ვემზადებოდით.ჩვენს გვერდით იყო, გენერალურ რეპეტიციაზე როლის შესრულებისას ვიტირე, როგორც იტყვიან -როლში შევედი.მქუხარე ტაში შემოჰკრა და მთხოვა, რომ თუ შევძლებდი კონკურსზეც ასე მეთამაშა.სათვალე მოიხსნა და დავინახე, რომ თავადაც ტიროდა.
უყვარდა თავისი თელავი.ცდილობდა, რომ თავისუფალ დროს ჩასულიყო.ერთ ზაფხულს ხელი დაიზიანა და ცდილობდა ისევ ისე წელგამართულს, ინტელიგენტს ევლო- დაზიანებულ ხელს კი ოსტატურად მალავდა.უხდებოდა თითქოს კიდეც ასე გავლა.
მერე კოლეგები გავხდით.გიორგი ჯაყელი და მე ისევ ერთი სკოლის პედაგოგები ვიყავით.მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრად უფრისი იყო ჩემზე, მეგობრობაც შევძელით.ხშირად ვსაუბრობდით პირად საკითხებზე.
დაბადების დღე 1 აპრილს ჰქონდა.უყვარდა ყვავილები.
ახლა, როცა სექტემბერი დგება ყოველთვის მახსენდება ჩემი დირექტორი- გიორგი ჯაყელი-განათლებული, ნიჭიერი,მოსიყვარულე კარგი კაცი.
ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის სულს.
მე მიყვარდა ჩემი სკოლის დირექტორი

No comments:
Post a Comment