ვიმუშავეთ ბლოგზე პროექტის პრეზენტაციის ჩასმაზე, მოდულებს მივაბით მოსწავლის ნამუშევარი- ბუკლეტი, ვისწავლე როგორ იყოს ჩემი ნამუშევარი სხვებისათვის ხელმისაწვდომი.გავეცანი youtube-დან ვიდეოს გადმოწერის ხერხებს. გავიგე როგორ შემიძლია ვიდეო მივაბა ჩემთვის სასურველ ინფორმაციას.
Saturday, 19 July 2014
მოდული 6
ვიმუშავეთ პროექტის გეგმის ნაწილებზე.გავეცანი დიფერენცირებული სწავლების თავისებურებებს.პროექტის გეგმის წარმატებით განხორციელების მიზნით პეციალური საჭიროებების, არაქართულენოვანი და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისათვის შევიმუშავე დავალებების განსაკუთრებული ტიპები
Saturday, 12 July 2014
მოდული 5
სასწავლო ელექტრონულ სახელმძღვანელოში გავეცანი მოსწავლის შეფასების ნიმუშს და მოვარგე ჩემი მოსწავლის შესაფასებელ ბუკლეტს, რომელიც გამჭვირვალეა, მოსწავლეს შეუძლია გაარკვიოს რა უნდა გაითვალისწინოს ბუკლეტის შექმნისას.
მოდული 4
დღევანდელ დღეს ვისწავლე როგორ შევაქმნევინო მოსწავლეს
პროექტის რესურსი- ბუკლეტი, გავითვალისწინე პროექტის გეგმის საკითხები.გამოვიყენე უკვე ნასწავლი სურათების
ჩასმა,საჭირო ინფორმაციის გადმოწერა ინტერნეტიდან და ჩასმა.
იხილეთ მოსწავლის შექმნილი ბუკლეტი
იხილეთ მოსწავლის შექმნილი ბუკლეტი
მოდული 3
ამ მოდულის ფარგლებში ვისწავლე ბლოგის შექმნა, ბლოგზე ინფორმაციის განთავსება, ფონის შერჩევა,სურათების ჩასმა,ბლოგზე ინსტრუმენტების ზოლის ჩამატება,შეტყობინებისა და ფურცლის დამატება.გავეცანით საავტორო უფლებების გამოყენებას- რა და როგორი დოზით შეიძლება გამოიყენოს როგორც მოსწავლემ, ისე მასწავლებელმა მსოფლიო აღიარებული APA და ML ფორმატით. დავათვალიერეთ ჩვენი ბლოგი, ვისწავლეთ როგორ შეიძლება შევთავაზოთ სხვებს ეწვიონ და დაათვალიერონ იგი.
Sunday, 6 July 2014
მოდული 2
ვიმუშავე პროექტის შინაარსზე.გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,მოვძებნე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი და გადმოვწერე, გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმის ნიმუშს,სტანდარტიდან მოვძებნე შედეგები და ინდიკატორები და შევუსაბამე ჩემი პროექტის გეგმას.ვიმუშავე მიმართულების მიმცემ კითხვებზე.ვისწავლე პროექტის გეგმის პრეზენტაცია.
Saturday, 5 July 2014
მოდული 1
ვისწავლე ელ- ფოსტის შექმნა.შევქმენი საქაღალდეები.გავეცანი სასწავლო ელექტრონულ წიგნს.ვისწავლე საჭირო ინფორმაციის გადმოწერა და შენახვა.დავათვალიერეთ ბუკლეტის შაბლონი და გავაკეთეთ ბუკლეტი.მივძებნე ინტერნეტში სურათები, შევურჩიე სათაურები და შევინახე.
Subscribe to:
Posts (Atom)